საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№22/23-01                                          21.09.2012

თსუ რექტორის ბრძანებით N92/01-01 16.07.2012 დადგენილი აკადემიური რეგისტრაციის ვადების 2012-13 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაცვის, სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის  მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სემინარულ მეცადინეობებზე პედაგოგების მიერ არ დაიშვებიან სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამონაკლისი დასაშვებია განხორციელდეს მობილობის წესით გადმოსული და სოციალურად დაუცველი კატეგორიის სტუდენტებისათვის; 
  2. სემინარულ მეცადინეობაზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც აკადემიური რეგისტრაცია გაიარეს კონკრეტულ სასემინარო ჯგუფში.
  3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს პედაგოგებისათვის სასწავლო ჯგუფებში რეგისტრირებული სტუდენტთა სიების მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (ბაზის) დახურვისთანავე. პედაგოგებმა სტუდენტთა აღრიცხვა განახორციელონ მხოლოდ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ მიწოდებული სტუდენტთა სიების მიხედვით. არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ერთი კვირისა.
  4. სალექციო პერიოდის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ყველა პედაგოგმა უნდა დააბრუნოს შევსებული უწყისი ყველა მიმდინარე შეფასებით. საგამოცდო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, უნდა დასრულდეს ფაკულტეტის მიერ შუალედური შეფასებების შეტანა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში (თსუ გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია, მუხლი 7). ასევე ერთი კვირის ვადაში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გაცემული და დაბრუნებული უწყისების თანადობის შესახებ.
  5. სემინარული/პრაქტიკული მეცადინეობის ლექტორებმა უზრუნველყონ მიმდინარე შეფასებების კომპონენტების აღრიცხვა სემინარული მეცადინეობის დაწყებისთანავე.
  6. მიმდინარე შეფასების აღრიცხვისა და სილაბუსში აღნიშნული შეფასების სისტემის შესაბამისობა გაკონტროლდეს შესაბამისი კათედრების ხელმძღვანელების და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
  7. შეფასების სისტემაში დაშვებული შეცდომების გასწორება შესაძლებელია დადგენილი ფორმით ბაზის ადმინისტრატორის მიერ. (იხ. დანართი)
  8. მიმდინარე შეფასებების შესწორება ყოველი, კონკრეტული სემესტრისათვის, დაუშვებელია სასწავლო პროცესის ბოლო სასწავლო კვირის სასემინარო მეცადინეობიდან მე-7 კალენდარულ დღეზე გვიან.
  9. შეფასების სისტემის ცალკეული კომპონენტის აღდგენა (ყოველკვირეული ტესტი, სემინარი, საკონტროლო და ა.შ) შესაძლებელია სასწავლო დისციპლინის/კურსის სილაბუსში მითითებული ფორმით.
  10. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გაცნობა შესაბამისი კათედრებისა და სტუდენტებისათვის.
  11. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში.
  12. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                                            ა. ხელაძე